საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი EU-AGM პროექტის თანაკოორდინატორად დაინიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შვედეთში გამართულ მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო EDU-ABCM, EU-ZW და EU-AGM ერთობლივ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) კომპონენტის ფარგლებში შვედეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში — Kungliga Tekniska Högskolan (KTH) და Mälardalens Universitet (MDU), აგრეთვე, სტოკჰოლმი–ტურკუს ბორანზე გაიმართა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური და თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით და უზრუნველყოს პარტნიორებს შორის გამოცდილების, იდეებისა და ინოვაციური ხედვების გაცვლა.

„შეხვედრა წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს ციფრული საგანმანათლებლო რესურსების, კურსებისა და პროგრამების განვითარების კუთხით მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. პროექტის მიზანია თანამედროვე, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული ციფრული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება, რაც Erasmus+ CBHE პროექტების გავლენას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს“, – აცხადებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი EU-AGM პროექტის თანაკოორდინატორად დაინიშნა, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის, პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობის მაღალი ხარისხის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სრულიად დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტებისთვის ინოვაციური სწავლების შესაძლებლობებს და გახდება რეგიონში ერთ-ერთი უნიკალური ციფრული სასწავლო სივრცე მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით მსოფლიოს 15 ქვეყნის წამყვანმა უნივერსიტეტებმა. შეხვედრები წარიმართა ინტერაქციული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტები სამი Erasmus+ პროექტის ფარგლებში: EDU-ABCM — პარტნიორები კამერუნიდან, ეთიოპიიდან, მავრიკიდან და იტალიიდან. EU-ZW — პარტნიორები ზიმბაბვედან, ესპანეთიდან და შვედეთიდან. EU-AGM — პარტნიორები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრაზე განხილული იყო მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: სასწავლო მოდულების, დისტანციური ლაბორატორიების, ქეისებისა და გამოწვევების შექმნა QIP მეთოდოლოგიის გამოყენებით; გენდერული თანასწორობის თემატიკა; ხილვადობისა და ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიები, თარგმნის მექანიზმები; კურსებისა და მიკროაკრედიტაციების შემუშავება “EEDA Planner” და “EEDA OpenedX” პლატფორმებზე; საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები; „გადაბრუნებული კლასის” (Flipped Classroom) სწავლების მოდელი; ინდუსტრიის წარმომადგენელთა ხედვები; მდგრადობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.
Related
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...