„მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ – სტუ-ის მეცნიერები საერთაშორისო კონფერენციაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში – „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ (New Trends in High-Energy Physics – 2025) – მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები ორი პლენარული მოხსენებით წარსდგნენ – პროფესორი პაატა კერვალიშვილი თემით: „ლეპტონები, როგორც შესაძლო ქუბითები ქვანტური კომპიუტერებისთვის“ (Leptons as Possible Qubits for Quantum Computing) და პროფესორები თამარ ბერბერაშვილი, ვახტანგ გოგიჩაიშვილი და პაატა კერვალიშვილი ჯგუფური თემით: „სპინ-პოლარიზებული ნაკადის სასაზღვრო მნიშვნელობის ამონახსნი“ (Boundary Value Solution for Spin-Polarized Flow).

სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერის – პაატა კერვალიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკურ და ბირთვულ ფიზიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, მიეძღვნა მაღალი ენერგიების ფიზიკაში კონფერენციების სერიის ორგანიზატორის, ცნობილი უნგრელი მეცნიერის, პროფესორ ლასლო იენკოვსკის ხსოვნას, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.
როგორც პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ფურუმებში მონაწილეობით შესაძლებლობა აქვთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში მიმდინარე უახლესი კვლევები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს გააცნონ, მათთან სამომავლო კოლაბორაცია გააღრმავონ და ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრები დააინტერესონ. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილება მსოფლიოს 20 ქვეყნის 90-დე მეცნიერმა მიიღო.
ცნობისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ – „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ – მუშაობა დღეს დაასრულა. სამეცნიერო ფორუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში უმასპინძლა.
კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) სერვერზე.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...