„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”- სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ში
25-26 სექტემბერს, 10:00 საათზე სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის, ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია -„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ჩატარდება.
კონფერენციას საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი ერთობლივად ატარებს. ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
კონფერენციის თემატიკა:
· სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები;
· მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში;
· ბუნებრივი საფრთხეები და გარემოს დაცვა;
· სამთო ტექნოლოგიები;
· გეოლოგია;
· გეოფიზიკა;
კონფერენციის მხარდამჭერია “არემჯი” – RMG.
მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას ქ. 77, თბილისი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, 2015 წლიდან, ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, რომლის დევიზია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...