სტუ-ის მეცნიერებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წყლებში, ნიადაგსა და სასურსათო პროდუქტებში კვლევა ჩაატარეს
„პროექტის ფარგლებში GIS სისტემაში შეიქმნა ნიადაგის დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი წყლების, ნიადაგებისა და სასურსათო პროდუქტების სისუფთავის დადგენის საკითხებში, რაც უშუალო კავშირშია რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, ხოლო ფიტორემედიაციის განხორციელება მაღალმთიან რეგიონში და თანაც ღია გრუნტის პირობებში ნამდვილად ინოვაციურია, რადგან ასეთი კვლევები პირველად ჩატარდა რეგიონში. ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურებით უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც უდავოდ პროექტის დიდი წარმატებაა და რაც უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს მიმართულების სფეროზე და მის განვითარებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი ლალი შავლიაშვილი აცხადებს.
სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფმა საგრანტო პროექტის – „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ამბროლაურსა და ლენტეხში ბუნებრივი წყლებში, ნიადაგებსა და სასურსათო პროდუქტებში დარიშხანის კონცენტრაციის დონის გამოვლენისა და შეფასების მიზნით კომპლექსური კვლევა ჩაატარეს.
მეცნიერებმა – ლალი შავლიაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, ეკატერინა შუბლაძემ და გულჩინა კუჭავამ მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყლის ჰიდროქიმიური შედგენილობისა და დაბინძურების კლასიფიკაცია დაადგინეს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი ლალი შავლიაშვილი აცხადებს, განხორციელებული კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა შედგა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, ხოლო, დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგებზე მოხდა ფიტორემედიაციული ბიოტექნოლოგიის დანერგვა და მისი ეფექტურობის დადგენა ნიადაგის გაწმენდის მიზნით.
ლალი შავლიაშვილის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საველე სამუშაოები ჩატარდა, კერძოდ, აღებული ნიადაგის ნიმუშების ტრანსპორტირება საერთაშორისო სტანდარტული ორგანიზაციის (ISO) მეთოდიკით და ასევე, ლაბორატორიული კვლევა ISO და US EPA სტანდარტული მეთოდებით განხორციელდა.
„საქართველოში დარიშხანით დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება, გადა¬მუ-შავება და დარიშხანშემცველი ნაერთების წარმოება. დღეისათვის, ორივე საბადო დაკონსერვებულია და დარიშხანის წარმოება არ ხდება, მაგრამ მომავალ თაობებს მაინც რჩებათ დაბინძურებული ნიადაგები. დღემდე სოფლებში ურავსა და ცანაში მდებარე სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ინახება საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დარი¬შხ¬ანის წარმოების შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების (4-9 % თეთრი დარიშხანის შემცველი 130 ათას ტონაზე მეტი, რასაც ემატება რუსეთიდან შემოტანილი ათასობით ტონა დარიშხანშემცველი ნარჩენი მათ შორის, ღია ცის ქვეშ მიმობნეული) დიდი პარტიები. დაბინძურების მთავარ წყაროდ მიგვაჩნია ის ნიადაგები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ დარიშხანის გადამამუშავებელი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასურსათო პროდუქტებში As-ის განსაზღვრის შედეგები გვიჩვენებს, ყველა პროდუქტში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) დარიშხანის შემცველობა აღემატება ზდკ-ს, განსაკუთრებით მაღალია ეს შემცველობები ხახვში, კარტოფილი, სტაფილოში, ვაშლში, ყურძენსა და ლობიოში. შედარებით ნაკლებია დარიშხანის შემცველობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში აღებულ სასურსათო პროდუქტებში, ზოგიერთ პროდუქტში დარიშხანის შემცველობა უმნიშვნელოდ აღემატება ზდკ-ს (ხახვი, ვაშლი, ყურძენი და ლობიო)“, – აცხადებს მეცნიერი.
სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, დაბინძურებული ნიადაგის აღდგენაში მცენარეებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგისა და წყლის მავნე ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფას დიდი როლი აქვს.
როგორც ჯანიკაშვილი აცხადებს, ფიტორემედიაციული მეთოდებით, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ტოქსიკანტი, შეიძლება გარემოდან იყოს მოცილებული, რადგან ახლოსაა ზედაპირთან, შესწევს შეუქცევადობის უნარი, არ უქმნის რისკს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, ფარავს დიდ ზედაპირებს, ამავე დროს, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და არაა ძვირად ღირებული, ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოყენება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.
„საგრანტო პროექტის – „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში, ნიდაგის ფიტორემედიაციისა და ფიტომიგრაციის მიზნით შერჩეული იყო სხვადასხვა ჯიშის კოსმოპოლიტური მცენარეები, რომლებიც კარგად ეგუებიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს: ჯიჯლაყა-Amaranthus gangeticus, თეთრი ნაცარქათამა-Chenopodium album და მზესუმზირა- Helianthus annuus. ფიტოექსტრაქციისას მცენარეები ნიადაგიდან და წყლიდან დამაბინძურებელს ითვისებენ და ინახავენ მცენარეთა მოსავლიან ბიომასაში. ჰიპერაკუმულატორი მცენარეების მიერ შეთვისებული ლითონის კონცენტრაცია საშუალოდ 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მცენარის სახეობებში. ჩვენს მიერ შერჩეული მცენარეები მიეკუთვნებიან ჰიპერაკუმულატორებს. ჯიჯლაყა დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგზე ერთ თვეში-ზრდის პერიოდში ნიადაგს დარიშხანისაგან ასუფთავებს 72-81%-ით“, – აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...