სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც “პარაგრაფი თბილისში” სტაჟირებას გაივლიან, ავსტრიის ბიზნეს სექტორის ექსპერტები ტრენინგს ჩაუტარებენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის გუნდის და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმროში გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. ფორუმის ფარგლებში სტუდენტები სასტუმროს ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სესიებში და გასაუბრებებზე საკუთარი თავის კონკრეტული პოზიციები წარადგინეს.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდების პროფესიული ზრდას უწყობს ხელს.

„დღევანდელი ინჟინერიული განათლება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ აუდიტორიული გამოცდილებით. თანამედროვე შრომითი ბაზარი ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც არამხოლოდ ფლობენ პროფილურ კომპეტენციებს, არამედ იცნობენ ინდუსტრიის დინამიკას, საჭიროებებს და იციან, როგორ გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში. სწორედ ასეთ ფორუმებში მონაწილეობა აძლევს სტუდენტებს საშუალებას, შეამოწმონ საკუთარი პროფესიული მზაობა, გაეცნონ სექტორულ მოთხოვნებს და მიიღონ გადაწყვეტილება. ფაკულტეტისთვის ეს არის უკუკავშირის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და შრომითი ბაზრის სწრაფ ცვლილებებზე“, – აცდახებს დეკანი.
სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის ორგანიზებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის იმ სტუდენტებსთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგს.
„სტუდენტებისთვის ტრენინგი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კომპანიების ექსპერტების ჩართულობით, როგორიცაა ავსტრია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს როგორც პროფესიული, ისე ინტელექტუალური ზრდის თვალსაზრისით. ამ ფორმატის თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლონ ინჟინერული პრაქტიკის ევროპული სტანდარტები, ინტეგრირდნენ მრავალპროფილურ გუნდებში. გარდა ამისა, მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს იმ ტიპის ინჟინრის ფორმირებას, რომელიც არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ შრომით ბაზარზეც კონკურენტუნარიანია.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...