კლაუს ჰიპის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება სტუ-ში


21 აპრილს, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, გერმანელ მეწარმესთან, ქველმოქმედსა და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან კლაუს ჰიპთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა სტუდენტური კონკურსის შედეგები და გამოვლინდნენ საუკეთესო პროექტების ავტორები.

კლაუს ჰიპის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები დაიკავეს და დაჯილდოვდნენ – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი .

შეხვედრისას  კლაუს ჰიპმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა – დაანონსდა ახალი კონკურსი, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ინოვაციური იდეები რეალურ პროექტებად აქციონ. ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ კლაუს ჰიპი უკვე რამდენიმე წელია  აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებას. მისი პატრონაჟით გამართული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების სტიმულირებას.

ამასთანავე, მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობა და სტუდენტებისთვის გერმანიაში პროფესიული პრაქტიკის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაციას.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ  საერთაშორისო...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სტუდენტური აქტივობები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს -  „BrainHack-AI 2026“  უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?