სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ გაიმართა.
„ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი აღნიშნავს, საუნივერსიტეტო სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი. მისი თქმით „ჯომარდობა-2026“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 60 სტუდენტი იყო ჩართული.
დავით ლეშკაშელის განმარტებით, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობისა და ექსტრემალური სპორტის გამოცდილებას აძლევს, არამედ გუნდურობის, ურთიერთნდობისა და პასუხისმგებლობის განვითარებასაც უწყობს ხელს. ასეთი ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, აძლიერებს უნივერსიტეტის ერთიანობის განცდას და ქმნის იმ გარემოს, სადაც სწავლა და აქტიური სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
„ჯომარდობა არის ერთ-ერთი გამორჩეული საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთად განიცადონ ექსტრემალური სპორტის გამოცდილება და იმოქმედონ გუნდურად. მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა ღია იყო წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე და მასში ჩართული იყო 60 სტუდენტი 11 ფაკულტეტიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტური თვითმმართველობის აქტიურ როლს და რექტორის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების მნიშვნელობას”.
– თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი
აღსანიშნავია, რომ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი, მეორე ადგილზე გავიდა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტების გაერთიანებული გუნდი, მესამეზე კი – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გუნდი.
მსგავსი
სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო...
სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...
სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...