სტუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლვივში Erasmus+ პროექტის – PROMENT-ის დასკვნით ღონისძიებაზე


26-29 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში, ლვივის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტში.

სტუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ საგრანტო პროექტის – „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორობისა და ტუტორობის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROMENT) – დასკვნით ღონისძიებებში, ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრას და გალა კონფერენციას დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ფარგლებში დანერგილი მენტორობისა და ტუტორობის სისტემის შედეგები. გალა კონფერენციის მიმდინარეობისას, პარტნიორმა მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი გამოცდილება აღნიშნული სქემების პრაქტიკული იმპლემენტაციის შესახებ, შეაჯამეს საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო განვითარების ახალი პერსპექტივები დასახეს.

პროექტის შემაჯამებელი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან მონაწილე უნივერსიტეტებს ოფიციალურად გადაეცათ ხარისხის სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო დონეზე ადასტურებს განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.

PROMENT-ის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს მენტორობისა და ტუტორობის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა სტუდენტთა მხარდაჭერის მდგრად და სისტემურ ინსტიტუციურ მექანიზმად. ცენტრი ინტეგრირებულია უნივერსიტეტის მართვისა და სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, საქმიანობას ახორციელებს დამტკიცებული შიდა რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას.

ცენტრში დაინერგა 12 სხვადასხვა სქემა, ჩატარდა თემატური ტრენინგები და გაძლიერდა როგორც აკადემიური, ისე სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი მოდელები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა მხარდაჭერის, ჩართულობისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?