სტუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია — „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი“


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა გამართა საჯარო ლექცია — „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი“.

ლექცია შეეხებოდა თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას – ავარიული რეჟიმების კვლევას, სიგნალების ციფრულ დამუშავებასა და ელექტროსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ერთფაზა მოკლე შერთვის პროცესების წარმოშობის მიზეზები, მათი ფიზიკური ბუნება და ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ავარიული სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზისთვის.

პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სიგნალების გარდაქმნის თანამედროვე მიდგომები, დროითი და სიხშირობრივი ანალიზის მეთოდები, ასევე რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემებში გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსისტემების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ერთფაზა მოკლე შერთვა ელექტროენერგეტიკულ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავარიულ შემთხვევად მიიჩნევა.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ასოცირებული პროფესორის მალხაზ ქვრივიშვილის საჯარო ლექცია საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტის – „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ფარგლებში ჩატარდა. როგორც პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, რომელიც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და რეალურ საინჟინრო გამოწვევებთან დააკავშირებს. მისი თქმით, საჯარო ლექციები, დისკუსიები და სამეცნიერო შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსონ და დარგში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები უკეთ გაიაზრონ.

„ერთფაზა მოკლე ჩართვის სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზის საკითხები როგორც თეორიული თვალსაზრისით ასევე პრაქტიკულ დატვირთვასაც მნიშვნელოვანია, რადგან ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება  დამოკიდებულია ავარიული პროცესების დროულ აღმოჩენასა და სწორ მართვაზე. თემის აქტუალობას ზრდის ისიც, რომ დღეს ენერგოსისტემები უფრო მეტად ავტომატიზებული და ინტეგრირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ინჟინრისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი, საჭიროა სიგნალების ანალიზის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, მონაცემთა ინტერპრეტაცია და პრაქტიკაში გამოყენება. აღნიშნული საკითხების შესწავლა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგონ ელექტრული პროცესების ბუნება და პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ ინოვაციური დიაგნოსტიკური საშუალებები“.

– პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი – „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ყოველ ოთხშაბათს იწვევს სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...

სიახლეები

პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?