სტუდენტებმა კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტი) პროფესორ ზურაბ გუდავაძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ და სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების – გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების – ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების – გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების – ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების – სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების – ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 103 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.
სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარის განცხადებით, საქართველოს ისტორია განსაკუთრებული მაგალითებით არის გამორჩეული, ეროვნული ღირსების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი ადამიანები მომავალ თაობებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის მაგალითს უტოვებენ.
„გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის პატივგება არის ეროვნული მეხსიერების, სახელმწიფოებრივი თვითშეგნების და თავისუფლების იდეისადმი ერთგულების გამოხატულება. კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის წევრები იმ თაობას ეკუთვნოდნენ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსების დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა, სტუდენტები, უშუალოდ ეცნობიან ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის იმ გმირულ ფურცლებს, რომლებმაც ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა ყველაზე მძიმე წლებში შეინარჩუნა. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გავუზიაროთ ინფორმაცია სიმართლის, თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითებზე, რომელიც კონტე აფხაზისა და მისი თანამოაზრეების ცხოვრებასა და მოღვაწეობაში იკითხება. მათი თავგანწირვა დღესაც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა მუდმივ დაცვას, პასუხისმგებლობასა და ერთიანობას საჭიროებს“.
– პროფესორი ზურაბ გუდავაძე
ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.
მსგავსი
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026 “ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები...
