სტუ-ში საჯარო ლექცია – „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა საჯარო ლექცია – „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა.
ლექცია შეეხებოდა თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას – ავარიული რეჟიმების კვლევას, სიგნალების ციფრულ დამუშავებასა და ელექტროსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ერთფაზა მოკლე შერთვის პროცესების წარმოშობის მიზეზები, მათი ფიზიკური ბუნება და ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ავარიული სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზისთვის.
პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სიგნალების გარდაქმნის თანამედროვე მიდგომები, დროითი და სიხშირობრივი ანალიზის მეთოდები, ასევე რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემებში გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსისტემების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ერთფაზა მოკლე შერთვა ელექტროენერგეტიკულ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავარიულ შემთხვევად მიიჩნევა.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ასოცირებული პროფესორის მალხაზ ქვრივიშვილის საჯარო ლექცია საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტის – „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ფარგლებში ჩატარდა. როგორც პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, რომელიც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და რეალურ საინჟინრო გამოწვევებთან დააკავშირებს. მისი თქმით, საჯარო ლექციები, დისკუსიები და სამეცნიერო შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსონ და დარგში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები უკეთ გაიაზრონ.
„ერთფაზა მოკლე ჩართვის სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზის საკითხები როგორც თეორიული თვალსაზრისით ასევე პრაქტიკულ დატვირთვასაც მნიშვნელოვანია, რადგან ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება დამოკიდებულია ავარიული პროცესების დროულ აღმოჩენასა და სწორ მართვაზე. თემის აქტუალობას ზრდის ისიც, რომ დღეს ენერგოსისტემები უფრო მეტად ავტომატიზებული და ინტეგრირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ინჟინრისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი, საჭიროა სიგნალების ანალიზის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, მონაცემთა ინტერპრეტაცია და პრაქტიკაში გამოყენება. აღნიშნული საკითხების შესწავლა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგონ ელექტრული პროცესების ბუნება და პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ ინოვაციური დიაგნოსტიკური საშუალებები“.
– პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე
ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი – „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ყოველ ოთხშაბათს იწვევს სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე.
მსგავსი
ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (1...
ენერგეტიკის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ღია კარის დღეზე იწვევს
21 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს ღია კარის დღეზე. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები გაეცნობიან...
სტუ-ში Horizon Europe-ისა და Erasmus+ პროექტების წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) გაიმართა, რომელიც Horizon Europe-ისა და...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....
სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს....