ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) პროფესიული მომზადების პროგრამა ქართველი მეცნიერებისთვის


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, ასოცირებული პროფესორი თამრიკო ხობელია The University of Texas at Dallas-ის 8-კვირიანი პროფესიული მომზადების პროგრამის სტიპენდიანტი გახდა.

პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით ახორციელებს, რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო ტეხასის უნივერსიტეტთან ერთად.

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერი ტეხასის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.

თეორიული სწავლება მოიცავს აკადემიური და საგრანტო პროექტების ეფექტურად დაგეგმვასა და წერას, დისერტაციის მომზადების სტრუქტურასა და სტანდარტებს, ასევე აკადემიური აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარების განვითარებას.

პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე კი, დაეუფლება თანამედროვე ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის პრინციპებს, კვლევითი მონაცემების დამუშავებასა და სტატისტიკურ ანალიზს, მიღებული შედეგების მეცნიერულ ინტერპრეტაციასა და მათ აკადემიურ ფორმატში წარმოდგენას.

ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარებას.

აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი, როგორც მკვლევრის, პროფესიულ განვითარებაში, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრაციასა და ახალი ცოდნის საქართველოში დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ), ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის კონკურსი 2025 წლის  შემოდგომაზე გამოაცხადა. დოკუმენტების მიღება კი, 2025 წლის 25 ნოემბერიდან დაიწყო და 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს აკრედიტებული საჯარო სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტებიდან ახალგაზრდა მეცნიერებს.

 


მსგავსი

სამეცნიერო

23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა

27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...

სიახლეები

სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7)  უნივერსიტეტში სალექციო კურსს...

სიახლეები

განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...

სამეცნიერო

სტუ-ში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის  პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას...

სამეცნიერო

სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ენობრივი მოდელირების...

სამეცნიერო

სტუ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?