საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და „ჯეო-ემ-ტექსმა“, საწარმოო პრაქტიკის ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შპს „ჯეო-ემ-ტექსის“ დირექტორმა ნინო ნიქაბაძემ, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკას კომპანიაში გაივლიან.
მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდილება პირდაპირ კომპანიის საწარმოო ობიექტებზე მიიღონ, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს მათ თეორიულ ცოდნას და გააძლიერებს პროფესიულ უნარებს.
როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, საწარმოო პრაქტიკის რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელება უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესისთვის. მსგავსი პარტნიორობა კი აძლიერებს განათლებისა და ბიზნესის სფეროების ურთიერთკავშირს და ამკვიდრებს ხარისხზე ორიენტირებულ სასწავლო მიდგომებს.
„საწარმოო ინჟინერია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს თანამედროვე სამყაროში. მისი განვითარება განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ეფექტიანობასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. ინოვაციური მექანიკური სისტემები უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას და გარემოსდაცვით სტანდარტების დაცვას. დღეს, როდესაც მსოფლიოში პრიორიტეტი მწვანე ტექნოლოგიები და აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ჩვენი ვალდებულებაა, სტუდენტებს მივცეთ მაღალკვალიფიციური განათლება, რომლიც ინოვაციური იდეების განხორციელებას შეაძლებინებთ. „ჯეო-ემ-ტექსთან“ გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კომპანიასთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება რეალურ საწარმოო გარემოში მიიღონ. ისინი გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ პროცესებს და გაიღრმავებენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე დარგებისთვის. მემორანდუმი არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის ურთიერთობის გაღრმავებას, და საბოლოოდ გაზრდის ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...