სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად
„ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ისეთ დარგებს, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ თანამედროვე სამყაროში: საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები. ეს სფეროები ქმნის პლატფორმას, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ერწყმის ეკონომიკურ ანალიზს და სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამ ცოდნის სინთეზი აყალიბებს სტუდენტს კონკურენტუნარიან პროფესიონალად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე სიჭინავამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
2024/2025 სასწავლო წელს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოური დაფინანსებით განხორციელდა სამეცნიერო-საგრანტო პროექტები: “Human War Casualties and National Memory. British-Georgian-Polish Perspective”; დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე”, ასევე, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პროექტები:
- ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა;
- გაზსადენის „საგურამო-გორი”, „ლეხურ-სვენეთის” მონაკვეთის არქეოლოგიური გათხრები;
- ამლევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები;
- „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“ – კულტურის ხელშეწყობის/მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საგამომცემლო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტი;
- ჰეგელის საიუბილეო 35-ე კონგრესი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი.
განხორცილდა საგრანტო პროექტები:
- ნარიყალა-დედაციხის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
- პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკა საქართველოში – სოციოკულტურული, თეოლოგიური და საბუნებისმეტყველო პერსპეტივების კვეთაზე”.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს, სტუდენტები, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი კონსურსში.
„ფაკულტეტი აერთიანებს ტექნიკური აზროვნების, ეკონომიკური ხედვების, თანამედროვე მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების პროგრამებს. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს ანალიზის უნარსა და პასუხისმგებლობას. ცოდნის მიღება არ სრულდება უნივერსიტეტის კედლებში. განათლება წარმოადგენს დინამიკურ, უწყვეტ განვითარებას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ადაპტირდეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და ეკონომიკური მოდელები სწრაფად იცვლება. მუდმივი განათლება არის პროფესიული სტაბილურობისა და კარიერული ზრდის მთავარი გარანტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს ანალიტიკური აზროვნება და გაიუმჯობესოს პრობლემების გადაჭრის უნარი. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს კურსდამთავრებულებს“, – განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...