სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი” ERASMUS+ CBHE-ის ERIC-GE პროექტის კოორდინატორია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა “ტექინფორმი” ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გაიმარჯვა. ინსტიტუტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), კოორდინატორი იქნება. ეს კი, მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.
საქართველოდან კონკურსში მხოლოდ ხუთმა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთაგან სამი კოორდინატორის სტატუსით განხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი წამყვანი პროექტის ERIC-GE-ის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი” გახდა.
სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის თქმით, ERIC-GE (Enhancing Research and Innovation Capacities in Georgia’s Higher Education) მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას. ასევე, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
როგორც მარი რაზმაძე აცხადებს, პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სასწავლო საუნივერსიტეტო კურსი მეცნიერებათმზომელობაში და ინოვაციური ინტენსიური ტრენინგ-მოდული აკადემიური პერსონალისა და მეცნიერთათვის.
„პროექტი მიზნად ისახავს ამერიკული კომპანია Clarivate Analytics-სა და ორ ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად სრულიად ახალი სასწავლო კურსის შემუშავებას და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესში მის ინტერგრირებას. ასევე, უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით მეცნიერების მენეჯმენტის საუნივერსიტეტო პოლიტიკის მოდერნიზებას ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვას და ERA-ს სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანას. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის პარტნიორთა კონსორციუმი, რაც გააუმჯობესებს უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობებს კვლევის გავლენის შეფასებაში, ინოვაციების ხელშეწყობასა და სწავლებისა და კვლევის პრაქტიკების დახვეწაში, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კურსი საქართველოში პირველად განხორციელდება საუნივერსიტეტო დონეზე და სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცევა. მისი შინაარსობრივი მრავალფეროვნება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეცნიერების პოპულარიზაციასა და მის საგანმანათლებლო პროცესთან მჭიდრო ინტეგრაციაში. პროექტის – „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან, პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ, ევროპისა და აზიის ქვეყნების პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებას ვუხელმძღვანელებთ, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, – აცხადებს მარი რაზმაძე.
სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის, დოქტორ ნელი მახვილაძის განცხადებით, ERIC-GE პროექტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის დასტურია და იგი განიხილება როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისთვის, რაც კვლევითი ხარისხის, აკადემიური სტანდარტების და ინოვაციური შესაძლებლობების ევროპულ ხარისხთან კიდევ მეტად დაახლოების საშუალებას იძლევა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პროექტის განხორციელებაში, როგორც კოორდინატორები, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი ყველა აქტივობის ჩატარების ხარისხისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვას. ტექინფორმის ხელმძღვანელის როლი ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი ადასტურებს, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეს როგორც წამყვან პარტნიორს ენდობიან ევროპულ კვლევით და საგანმანათლებლო ინიციატივებში. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების მოტივაციის გაძლიერებაში. ამით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლიერებს თავის საერთაშორისო რეპუტაციას, ხელს უწყობს კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სფეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიების რეალიზებაში”, – აცხადებს ნელი მახვილაძე.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...