სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2025 წლის 25 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით;
- სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
- გამოცდა/გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 3 სექტემბერს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება 2025 წლის 4 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2025 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 5 სექტემბერს;
- სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 5 სექტემბერს და პირველადი შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 6 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2025 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის 12:00 საათამდე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოცხადდება 2025 წლის 8 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა) შექმნილი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტი (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2025 წლის 9 სექტემბერს;
- სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2025 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა).
საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:
- დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...