სტუ სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით მიღებას აცხადებს
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ვაკანტურ ადგილებზე (ვაკანტური ადგილები იხილეთ დანართი 1) დამატებითი რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
-
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2025 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე (რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია და განცხადების ფორმა იხილეთ დანართი 2, დანართი 3 );
-
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს, 10 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68;
-
სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს, 12 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68;
-
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს, 10 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, კოსტავას ქ. N68 მე-5 სართული, ოთახი N508, (ბიბლიოთეკაში);
-
გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 18 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 17 სექტემბერიდან 19 სექტემბრის 11 საათამდე. გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება 19 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
-
საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2025 წლის 22 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
-
სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2025 წლის 23 სექტემბრიდან -24 სექტემბრის ჩათვლით.
ფაკულტეტების საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ დანართში 4
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...