„ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ – იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორკშოპი სტუ-ში
2-4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორკშოპის – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“ („ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“), ჩატარდება.
ვორკოპს მხარს უჭერენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (www.gtu.ge), საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის იაპონური მხარე (www.istc.int), იაპონიის საელჩო თბილისში და ევროკავშირის COST-ის პროგრამის პროექტი „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“.
ვორკშოპის მიზანია, ქართველი მეცნიერების მონაწილეობითა და კოორდინირებით, დარგის წამყვანი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების იაპონიდან და ევროპიდან შეკრება, ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული პროცესების წარმართვის ძირითადი საკითხების განხილვა, მათი სხვადასხვა, როგორიცაა, ბირთვული სინთეზი, ნანო პიკო სტრუქტურების დამზადება, ბიოლოგიური პროცესების რეგულირება და სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და პროექტების ერთობლივი განხორციელებისათვის, შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთის საპარტნიორო ჯგუფები.
ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით გამოვლენ დიდი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტების ხელმძღვანელები ცნობილი მეცნიერები იაპონიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ასევე, გათვალისწინებულია ქართველი მეცნიერების რამდენიმე საერთაშორისო დონის მოხსენება.
ამასთანავე, ვორკშოპის კიდევ ერთი მიზანია, ქართველი მეცნიერების აქტიური ჩართვა იმ საკაცობრიო ამოცანების გადაწყვეტაში, რომელზეც ამერიკელი, იაპონელი, ფრანგი, იტალიელი და გერმანელი კოლეგები მუშაობენ.
ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიების შედეგად ვორკშოპზე ჩამოყალიბებული წარმოდგენები შექმნიან სათანადო სინერგიას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებს შორის მომავლის მთავარი მიზნების მისაღწევად – ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული – ახალი ბირთვული პროცესებისა და ნანო-პიკოტექნოლოგიებით მწვანე ენერგიის მაღალეფექტური წყაროების შექმნა და თანამედროვე სამედიცინო ფიზიკის ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების განვითარება.
იაპონია-საქართველო-ევროპის ვორკშოპი – ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიის ახალი მიღწევები მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო აპლიკაციებისთვის პირველია, მომავალში დაგეგმილი კონფერენციების სერიიდან, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე ბირთვული და ლაზერული ფიზიკისა და ტექნიკის მოწინავე მეთოდებსა და ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასთან.
ვორკშოპის ჩატარების იდეა 2024 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა,
როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იაპონური მხარის მოწვევითა და მხარდაჭერით ოსაკას საერთაშოროს გამოფენაში მონაწილეობდნენ, სადაც სპეციალურ საგამოფენო სივრცეში, ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიის დარგში, თავისი დამუშავებების დემონსტრაცია მოახდინეს.
Related
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician Davit Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...
New Season of Employer Meetings at GTU
A new season of employer meetings for the 2026/2027 academic year has launched at Georgian Technical University as part of...
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...