საერთაშორისო ვორქშოპი სტუ-ში – ისრაელის უნივერისტეტის პროფესორი იუვალ გარინი სტუდენტებს სემინარს ჩაუტარებს
16-20 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოფიზიკის მიმართულებით (Advanced Biophysics) საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართება, რომელსაც მეცნიერებისა და ინჟინერიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის (Technion – Israel Institute of Technology-დან) პროფესორი იუვალ გარინი ჩაატარებს. აღნიშნული უნივერსიტეტი სტაბილურად იკავებს ადგილს გლობალურ ტოპ უნივერსიტეტებს შორის და არის არაერთი ნობელის პრემიის ლაურეატის alma mater.
პროფესორი გარინი არის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკური პრინციპების აღიარებული ექსპერტი, რომელიც სპეციალიზდება გენომის დინამიკასა და ერთმოლეკულურ ბიოფიზიკაში.
აღნიშნული ვორქშოპი ორგანიზებულია დოქტორ პილხაზ მ. ნანიკაშვილის მხარდაჭერით Bar Ilan Institute of Nanotechnology and Advanced Materials (BINA)-დან, რომლის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს ინსტიტუტებს შორის აკადემიურ თანამშრომლობაში.
ხუთდღიანი ვორქშოპი ინგლისურ ენაზე წარიმართება და სიღრმისეულად განიხილავს, თუ როგორ ხსნის ფიზიკის კანონები და გამოთვლითი მოდელები რთულ ბიოლოგიურ სისტემებს, მათ შორის დნმ-ს, რნმ-სა და ცილებს.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ თემებს, როგორიცაა ბიოლოგიური სისტემების მასშტაბები, შემთხვევითი სვლისა და დიფუზიის განტოლებები, პოლიმერული ფიზიკა და ცილების ფოლდინგი.
აღნიშნული ინტერდისციპლინარული ვორქშოპი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი საფუძველი საბაზისო მათემატიკასა და ფიზიკაში და სურთ გაეცნონ მსოფლიო დონის კვლევით მეთოდოლოგიებს, ასევე, შეისწავლონ, თუ როგორ ხსნის ფიზიკის კანონები და მათემატიკური ფორმალიზმი ბიოლოგიური სისტემების ქცევას.
აღნიშნულ ღონისძიებას შესაძლებელია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სხვა სტუდენტებიც დაესწრნენ.
მსურველებმა ვორქშოპზე დასასრებად წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაირონ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 მარტი.
ვორქშოპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს Technion – Israel Institute of Technology-ისა და Georgian Technical University-ის სახელით.
ადგილები შეზღუდულია და გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია დროულად გაიარონ. დარეგისტრირების შემდეგ, წარმატებულ აპლიკანტებს ელფოსტით დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 8 მარტისა.
ვორქშოპთან ან განაცხადის პროცესთან დაკავშირებულ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცონო ინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორს, დოქტორ მაიკლ კიტაევიჩს (ელფოსტა: kitaevichi.m@gtu.ge).
მსგავსი
სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...
„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში
29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...
სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა...