ევროპის უნივერსიტეტების დელეგაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები: პროექტის კოორდინატორი სიბილა ბოროიევიჩ შოშტარიჩი (Prof. Sibila Borojević Šoštarić) და სტანკო რუჟიჩიჩი (Prof. Stanko Ružičić) ზაგრების უნივერსიტეტიდან (ხორვატია) და პაველ დანიჰელკა (Prof. Pavel Danihelka) ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ჩეხეთის რესპუბლიკა).
სტუმრები სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ასევე, პრეზენტაციების სახით თავიანთ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის პროექტში მონაწილეობს. თეა მურვანიძის განცხადებით, პროექტს, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება, კოორდინაციას ევროპული უნივერსიტეტები უწევენ.
„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო ტრენინგებში, კვლევით აქტივობებსა და ერთობლივ აკადემიურ ინიციატივებში. ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში განათლების ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისა და ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ახალი აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას“.
– საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე
მობილობის პროგრამის ფარგლებში კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გეოლოგიისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჯარო ლექციებს გამართავენ, ხოლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცეში სტუმრებს აკადემიურ, კვლევით და სოციალურ-კულტურულ აქტივობებს შესთავაზებენ.
მსგავსი
სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...
სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე...
სტუ-ის დელეგაციამ KATAMARAN – MedTech Bridge პროექტის ფარგლებში პოლონეთის იან დლუგოშის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის აქტიური ჩართულობით, NAWA-ს (Polish National Agency for Academic Exchange) მიერ დაფინანსებული პროექტის - KATAMARAN - MedTech...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე DUNE ექსპერიმენტის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ რობერტო პეტის შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო პროექტის - აშშ-ის ფერმის ამაჩქარებლების ეროვნული ლაბორატორიის (Fermilab)...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...
სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+...
