სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „BRM – AI ერა: ინოვაციები, კრიტიკული ფაქტორები და გამოწვევები” – მონაწილეობა მიიღო.
კონფერენციაში, რომელიც ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, ფინეთის, ესპანეთის, გერმანიისა და ალბანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები. სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კანცლერმა – პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ქავთარაძემ და ასისტენტ პროფესორმა ნინო ომანაძემ წარადგინეს.
სტუ-ის კანცლერის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში არსებული გამოწვევები, განვითარების ტენდენციები და ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობები. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: „უკუგება ინვესტიციაზე საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში – გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები“.
როგორც კანცლერი განმარტავს, მოხსენებამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის საფუძველზეც დისკუსია ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კონფერეციის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, კერძო უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
„BRM საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებთან ვითანამშრომლოთ, გავცვალოთ ცოდნა-გამოცდილება, გავეცნოთ უახლეს კვლევით ტენდენციებს და წარმოვადგინოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვა იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება AI-ის გამოყენებას ბიზნესპროცესებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციაზე განხილული საკითხები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე, მენეჯერული გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამიტომ, მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები ხელს უწყობს როგორც აკადემიური კვლევების გაღრმავებას, ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც ჩაერთვება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში და ხელს შეუწყობს იმ ინოვაციური კვლევების განვითარებას, რომლებიც მიმართულია ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებისკენ“.
– პროფესორი კარლო კოპალიანი
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ხოსე პედრო გარსია საბატერის შეხვდა. მხარეებმა Erasmus+ უწყებათაშორისი შეთანხმების დადების შესახებ საკითხები და უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, მათთან გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, სტუდენტებისთვის კი საჯარო ლექციები ჩაატარეს.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...
სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...
კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At...
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...