ორდღიანი ტრენინგი: რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება – პრაქტიკული ანალიზი და ტექნიკური დეტალები


20-21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის, 410-ე აუდიტორიაში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით პრაქტიკული ტრენინგ-სემინარი გაიმართება, რომელიც დაეთმობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების სპეციფიკას, საგრანტო განაცხადის მომზადების პროცესს, ასევე, პროექტის როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ მოთხოვნებს.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გააანალიზონ:

  • რა ტიპის შეცდომები და ხარვეზები იწვევს ფონდში წარდგენილი საპროექტო განაცხადების დაბალ შეფასებას;
  • როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიანი პროექტი;
  • რა ტექნიკური დეტალებია აუცილებელი წარმატებული რეგისტრაციისათვის.

ტრენინგ-სემინარი განკუთვნილია აკადემიური პერსონალისათვის, მკვლევრებისათვის და დოქტორანტებისათვის, რომლებიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ.

მონაწილეობა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მომზადებული ან წარდგენილი საპროექტო განაცხადი, რადგან ტრენინგის პრაქტიკული ფორმატი მათ არსებული ხარვეზების გაანალიზებასა და პროექტის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

მსურველებმა ტრენინგ-სემინარზე დასასწრებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

ტრენინგ-სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგ-სემინარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ

„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...

Placeholder
კონფერენციები და სემინარები

თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2 სექტემბერს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

კონფერენციები და სემინარები

„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...

კონფერენციები და სემინარები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?