სტუ-ის დელეგაციამ თურქმენეთში საერთაშორისო კონფერენციასა და სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – „თურქმენეთის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია: თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“ და მესამე საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში – „საერთაშორისო ურთიერთობები: მშვიდობიანი დიალოგის კულტურა“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ცენტრალური აზიის 40-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას პროფესორი ბადრი ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი ვახტანგ მურადაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები – ლაშა მესხი და ნიკა ნადარაია.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტის ვახტანგ მურადაშვილის თქმით, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთის, საქართველოს, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციების წევრმა სტუდენტებმა. მისივე ინფორმაციით, კონკურსმა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, წარედგინათ საკუთარი ხედვები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობის, დიპლომატიისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხებზე.
„კონკურსი მხოლოდ აკადემიური შეჯიბრება არ ყოფილა – ეს კულტურათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სივრცეც იყო. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებში გლობალური პასუხისმგებლობის, მშვიდობის კულტურისა და საერთაშორისო პარტნიორობის ღირებულებების გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი აკადემიური შესაძლებლობები, ისე ქართული საგანმანათლებლო პოტენციალი“.
– აფილირებული ასისტენტი ვახტანგ მურადაშვილი
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის ბადრი ნაჭყებიას თქმით, კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა როგორც თეორიული ცოდნის, ისე ანალიტიკური და პრაქტიკული უნარების მიხედვით. როგორც ბადრი ნაჭყებია აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს: ლაშა მესხმა პირველი ადგილი აიღო, ხოლო ნიკა ნადარაიამ – მესამე. მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის ვორქშოფები, მასტერკლასები და საჩვენებელი ლექციები ჩაატარეს.
სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ამჯერადაც ღირსეულად წარმოაჩინეს პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ქვეყანა. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო კონკურსში სტუდენტების წარმატება, რაც ახალგაზრდების ნიჭიერების, მათი პედაგოგების პროფესიონალიზმის და ერთობლივი შრომის შედეგია.
„საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების წარმატებული მონაწილეობა და განსაკუთრებით, ჩვენი სტუდენტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტში შექმნილია გარემო, სადაც ახალგაზრდები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ თანამედროვე გლობალური პროცესების სიღრმისეული გააზრების, აკადემიური დისკუსიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარებს. დღეს, როდესაც მსოფლიო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტმა შეასრულოს ისტორიული მისია – იყოს ცოდნის, დიალოგის, მშვიდობისა და განვითარების კერა.
სწორედ ამ კონტექსტში, კონფერენციის მთავარი თემატიკა – მშვიდობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა – განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეცნიერები და სტუდენტები ამ გლობალური აკადემიური დისკურსის სრულფასოვანი მონაწილეები და წარმატებული წარმომადგენლები არიან. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა სტუდენტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსში, რადგან ეს არის არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება, არამედ ქართული უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტის ინტელექტუალური პოტენციალის საერთაშორისო აღიარება. ეს შედეგი მოწმობს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ უნარი, კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნითა თუ ანალიტიკური აზროვნებით, ხოლო ღირებულებითი ხედვით ღირსეულად წარმოაჩინონ საქართველო საერთაშორისო სივრცეში. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისა და მეცნიერების თანადგომას და ისეთი საგანმანათლებლო-კვლევითი გარემოს განვითარებას, რომელიც ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“.
– პროფესორი ზურაბ გუდავაძე
მსგავსი
სტუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში
22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა....
იაპონელი მეცნიერის, პროფესორ სატოში მიჰარას საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK - the High Energy Accelerator Research Organization)...
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი” სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის ხელმოწერილი...
პირველი ისტორიული ვიზიტი ჩინეთში და ახალი ჰორიზონტები ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში!
3-18 ივლისამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის 5 სტუდენტი ჩინეთის ქალაქ სიანში მიემგზავრება. ეს სტუდენტები ორმხრივი თანამშრომლობისა...
PTB-ის პროექტის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე, პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება...
სტუ-ის წარმომადგენლები Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში მონაწილეობდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა Erasmus+ ICM პროგრამის 2023 წლის პროექტის ფარგლებში, გამართულ მე-4 საერთაშორისო თანამშრომელთა კვირეულში - „თანამშრომლობითი ციფრული...
