სტუ-ში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს.
სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტსა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის: თურქეთის, მონაკოს, ბრაზილიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფები.
საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და სხვა საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა გახსნა.
აკადემიკოსი დავით გურგენიძე სემინარის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება იმ ფონზე, როცა მსოფლიო გარემოსდაცვითი და ურბანული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„სამეცნიერო ღონისძიება, რომლის გამართვაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და უკვე მეხუთედ ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის აერთიანებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე მსოფლიო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მეცნიერ-მკვლევართა და პრაქტიკოსთა ერთობლივი მუშაობით იქმნება შესაძლებლობა შევიმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რაც გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების მდგრად მოდელებზე გადასვლას შეუწყობს ხელს.
წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს და აქვე დავსძენ, რომ დაიბეჭდება მონოგრაფია, რომელსაც საფუძვლად დაედება საქართველოს, პოლონეთის, ისრაელის, სომხეთის, თურქეთის და სხვა მონაწილე ქვეყნების მეცნიერთა სტატიები მშენებლობასა და გარემოს დაცვის ინჟინერიაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და მათ მიერ დაგში ჩატარებული კვლევების შედეგები. მონოგრაფია ფუნქციურ პრინციპზე იქნება აგებული და მასში თავმოყრილი სამეცნიერო ნაშრომები სასარგებლო იქნება დაინტერესებულ პირთათვის, როგორც სამშენებლო და გარემოს ინჟინერიის დარგის სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ტექნიკური მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის”.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ თურქეთის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი მუსტაფა ლატიფ ემეკი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – პროფესორი ლეხ ძიენისი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი კშიშტოფ კოვალჩუკი, ეგიაზაროვის წყლის პრობლემებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ინსტიტუტის პროფესორი, აკადემიკოსი ჰოვანეს ტოკმანჯიანი. ასევე, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, გარემოს ინჟინრების ხედვა და პროფესიული მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, მრავალმხრივი და კომპლექსურია. პროფესორ ზურაბ გვიშიანის თქმით, უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი თითქმის ყველა იმ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას უკავშირდება. მათივე შეფასებით, გარემოს ინჟინერიის სფერო აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი რესურსების დაცვით. იგი აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ურბანისტიკის, ენერგეტიკისა და ბიოინჟინერიის მიმართულებებს და მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც იქნება უსაფრთხო, მდგრადი და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული.
„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაცვის თანამედროვე მექანიზმების დანერგვას, ასევე ეკოლოგიური რისკების პრევენციას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მწვანე წარმოებისა და მწვანე ქიმიის განვითარება, რაც გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიებისა და საწარმოო მოდელების დანერგვას, რომლებიც ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას. თანამედროვე გარემოს ინჟინერია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქიმიისა და მიკრობიოლოგიის სფეროებთანაც, რადგან სწორედ ამ მიმართულებების ინტეგრირებული გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, განვავითაროთ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური სისტემები, წყლის გამწმენდი მექანიზმები და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების პროცესები. ამ პროცესში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს მდგრადი ურბანულ დიზაინი და თანამედროვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ქალაქების სწრაფი ზრდისა და კლიმატის ცვლილებების ფონზე აუცილებელია ისეთი ურბანული გარემოს ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, მწვანე სივრცეების ინტეგრაციას, უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემებსა და ადამიანზე ორიენტირებულ არქიტექტურულ გადაწყვეტებს. გარდა ამისა, გარემოს ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ჰიდროლოგიის, წყლის რესურსების მართვის, კლიმატური რისკების შეფასებისა და სისტემური დიზაინის მიმართულებით. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტას“.
– პროფესორი ზურაბ გვიშიანი
საერთაშორისო სემინარი ოთხ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები, მშენებლობა და ეკოურბანისტიკა. სამეცნიერო ღონისძიება მუშაობას 21 მაისს დაასრულებს.
მსგავსი
„ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების...
„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-სემინარი სტუ-ში
29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარი - „ქართული კრეატივი“ გაიმართა, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე უძღვებოდა. ღონისძიებამ დიდი...
სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა...
სტუ-ში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა, სტუდენტებმა...
საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეები სტუ-ში
28 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ნიკო ნიკოლაძის სახელობის შეხვედრების დარბაზში იხსნება სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული...