სტუდენტები, სასწავლო კომპონენტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯემალ ჯანაშიასა და პროფესორ ნინო გოგნიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, სასწავლო კომპონენტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის სპეციფიკას, საკანონმდებლო პროცესს და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, ასევე, დაათვალიერეს პირველი რესპუბლიკის საკომიტეტო და პლენარული სხდომების შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის დარბაზები, მოინახულეს პარლამენტარიზმის მუზეუმი და იქ გამოფენილი ექსპონატები.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯემალ ჯანაშიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოში სასწავლო ვიზიტები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულად გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას, სამართლებრივ და საპარლამენტო პროცესებს, რაც მნიშვნელოვანია პროფესიული უნარების განვითარებისა და აკადემიური განათლების გაღრმავებისთვის.
„სამართლწარმოებისა და კანონშემოქმედებითი პროცესი აუდიტორიაში მიღებული თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლება. თანამედროვე აკადემიური სივრცე სტუდენტებისგან მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პრაქტიკულ გააზრებას, სამართლებრივი და საპარლამენტო პროცესების უშუალო დაკვირვებას და იმ ღირებულებების გაანალიზებას, რომლებზეც დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა დგას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტში ჩვენი სტუდენტების სასწავლო ვიზიტი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა სიღრმისეულად გაიაზრონ ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, საკანონმდებლო პროცესის მნიშვნელობა და სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების გზა. მსგავსი ვიზიტები სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკულ გარემოს დაუკავშირონ, რაც მათი პროფესიული და აკადემიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტარიზმის მუზეუმი და გაეცნენ იმ ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი კულტურის განვითარების პროცესს ასახავს“.
– პროფესორი ჯემალ ჯანაშია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტის – მარიამ გელაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში სასწავლო ვიზიტი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება და აკადემიური პროცესის გამორჩეული ნაწილი იყო.
„პარლამენტში ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული – შევიტყვეთ ბევრი ისტორიული ფაქტი. ძალიან საინტერესო იყო გიდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ისტორიული წყაროები. ჩვენთვის როგორც მომავალი იურისტებისათვის, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო“.
– სტუდენტი მარიამ გელაშვილი
სტუდენტ ქეთინო ოთანაძის შეფასებით, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში დანახვა სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„საქართველოს პარლამენტში შეხვედრები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მადლობა გასვლითი სასწავლო ღონისძიებისთვის ორგანიზებისათვის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ჯემალ ჯანაშიას და ქალბატონ ნინო გოგნიაშვილს“.
– სტუდენტი ქეთინო ოთანაძე
სტუდენტ გიორგი ქაშიბაძის თქმით კი, პარლამენტში ვიზიტმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას, პარლამენტის სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც სამართლის მიმართულებით სწავლებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„საქართველოს პარლამენტში სტუმრობა მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, ახლოს გავცნობოდი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და სახელმწიფოებრიობის მთავრ სიმბოლოს. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ ვიზიტით კიდევ უკეთ გამეცნო პარლამენტი და მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები“.
– სტუდენტი გიორგი ქაშიბაძე
როგორც სტუდენტი ემზარ შარია ამბობს, პარლამენტში ვიზიტმა კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი საკანონმდებლო საქმიანობის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართლებრივი პროცესების მიმართ.
„ჩემთვის ეს ვიზიტი იყო საინტერესო იყო არა მხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით, არამედ ეს იყო მნიშვნელოვანი სამოქალაქო გამოცდილებაც. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ბატონ ჯემალ ჯანაშიას ამ ვიზიტის ორგანიზებისათვის“.
– სტუდენტი ემზარ შარია
სტუდენტ ემილია მარღანიას თქმით კი, საპარლამენტო სივრცე ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გზას და იმ დემოკრატიულ ტრადიციებს, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას.
„საქართველოს პარლამენტში ვიზიტმა შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი პარლამენტის დაარსების ისტორიას, გამეგო ცნობები ქვეყნის მართვასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ, რაც აუცილებლად გამომადგება სამოქალაქო პასუხისმგებლობის უკეთ გააზრებაში და ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში“.
– სტუდენტი ემილია მარღანია
მსგავსი
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026 “ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები...
