ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა დაარსების თარიღი საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა დაარსების თარიღი საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა – ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, მენეჯერი ავთანდილ ადეიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები „ფაკულტეტის დღისადმი“ მიძღვილი ღონისძიებების ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებითა და ქველმოქმედების მხარდაჭერის მიზნით, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი თავშესაფარის ბენეფიციართა მხარდაჭერა, მათთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების გადაცემა, ასევე, სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობის, თანადგომისა და ქველმოქმედების კულტურის გაძლიერება იყო.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ჰუმანისტური ღირებულებების, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში. პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორის და მხარდამჭერის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ბენეფიციარს, მათ შორის 23 ბავშვს, ერთი განსაკუთრებული და თბილი დღე აჩუქა. ვიზიტის ფარგლებში თავშესაფრის ბენეფიციარებს გადავეცით მათთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის მაცივარი, ასევე სხვადასხვა სახის საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები. ეს საუნივერსიტეტო ღონისძიება მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, მოხალისეობრივი კულტურის განვითარებასა და სოციალური სოლიდარობის გაძლიერებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჩვენ მიერ განხორციელებული პირველი საქველმოქმედო ღონისძიება. უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის თანადგომით, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობას ახორციელებს.
დღევანდელი აქცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – იმდენად, რამდენადაც იგი ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე 10 წლისაა და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ როგორც საგანმანათლებლო, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართულებით. ათწლიანი განვითარების გზა დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებასთან, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, სტუდენტების მხარდაჭერასა და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებასთან. წლების განმავლობაში ფაკულტეტმა შეძლო ჩამოეყალიბებინა ძლიერი აკადემიური და სამეცნიერო სივრცე, სადაც ცოდნის მიღებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნულ ღირებულებებზე, ასევე მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებით არ შემოიფარგლებოდეს. გვინდა ეს თარიღი ასევე დავუკავშიროთ სიკეთეს, ემპათიას და ადამიანების თანადგომას. ვფიქრობთ, რომ ფაკულტეტის განვითარების ათწლიანი ისტორია მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ იზომება – ის განისაზღვრება იმ ღირებულებებითაც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ და გავაძლიერეთ“.
– პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღე“ 2022 წელს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა. დაარსების თარიღებს სტუ-ის ფაკულტეტები წლის სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.
მსგავსი
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026 “ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები...
